გლდანის ერთ-ერთ უბანზე "სირცხვილიას" აქტივისტს ანა ჭარხალაშვილს ფიზიკურად და სიტყვიერად დაესხნენ თავს.
ჭარხალაშვილი ყვება, რომ ქართული ოცნების მიერ მობილიზებული კრიმინალური ჯგუფების მიზანია, რათა პოლიციამ დამკვირვებლები გაარიდოს ტერიტორიას, თავდამსხმელები კი გაათავისუფლოს.
ჭარხალაშვილის თქმით, ძალადობრივი ჯგუფები კახი კალაძის მიერ არიან მობილიზებულები.
"დაპირისპირება დაიწყო 12 საათიდან. ეს ჯგუფები დადიოდნენ ჩვენს მომხრეებთან, ოპოზიციონერებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უბნებზე არიან იმისთვის, რომ ოპოზიციის თითოეული ხმა დაიცვან.
ეს ჯგუფები უწყობდნენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებს. მეც კი დამარტყა ერთ-ერთი კრიმინალური ბანდის წევრმა ხელი და მაგინა.
შესაბამისად, ეს არის ახლა მათი გეგმა. უნდათ, რომ გამოიწვიონ დაპირისპირება და პოლიციამ, მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლები წაიყვანოს.
ის კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც წაიყვანა პოლიციამ, გაასეირნა ხიზანიშვილის ქუჩაზე და ჩამოსვეს იქ.
ძალიან კარგად მაქვს გადაღებული, როგორ ეფერებოდა ერთ-ერთი პოლიციელი კრიმინალური ჯგუფის წევრს და ჩემი მეგობარი, რომელიც არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი.
ბესო კალაძის და კახი კალაძის მობილიზებულები არიან ეს ჯგუფებ", - ყვება ჭარხალაშვილი.
გლდანის რამდენიმე ოლქში სავარაუდოდ ქართული ოცნების მიერ მობილიზებული ამომრჩევლები ტვ პირველისა და პუბლიკის ჟურნალისტს, შემდეგ კი სხვა მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.